fbpx

ირაკლი კობახიძე საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით: წელს ეს კანონპროექტი არ განიხილება, თუ დავინახავთ ოპოზიციის მხრიდან მზაობას, სავარაუდოდ, მომავალ წელს, ან 2024 წელს მივუბრუნდებით

,,ეს არ არის 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი, აქედან გამომდინარე, არავითარი ვალდებულება არ არსებობს,’’ – ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა ,,ქართული ოცნება’’ საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მიღებას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ დაინახავენ ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის ხარისხის შემცირებისთვის მზაობას, შესაძლოა, მიუბრუნდნენ კანონპროექტის განხილვას, ან მომავალ წელს, ან 2024 წელს.

,,ეს არ არის 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი, აქედან გამომდინარე, არავითარი ვალდებულება არ არსებობს. ჩვენ ვთქვით, რომ წელს ეს კანონპროექტი არ განიხილება, თუ დავინახავთ ოპოზიციის მხრიდან მზაობას, რომ შეამცირონ პოლარიზაციის ხარისხი, ჩვენ, სავარაუდოდ მივუბრუნდებით ან მომავალ წელს, ან 2024 წელს ამ საკითხის განხილვას. მანამდე ეს საკითხი არ განიხილება,’’ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება