fbpx

ირაკლი კობახიძე: როდესაც ღონისძიებას ესწრებიან ბლინკენი, ბორელი, სხვა ევროპელი ლიდერები, იქ ხომ აბსოლუტურად ლოგიკურია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობაც

როდესაც კონკრეტულ ღონისძიებას ესწრებიან ბლინკენი, ბორელი, სხვა ევროპელი ლიდერები, იქ ხომ აბსოლუტურად ლოგიკურია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობაც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ობიექტურად, ამასთან დაკავშირებით კითხვებიც ხომ არ არის, მაგრამ ვიღაცები აქაც კი ახერხებენ სპეკულირებას. რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, მათ მინდა ვურჩიო, ჯერ ოთხჯერ ნაკლები ღვინო გაყიდონ რუსეთში, ვიდრე საქართველო ყიდის, და მერე ისაუბრონ რაღაც ღონისძიებებში მონაწილეობა-არ მონაწილეობაზე. ეს ხომ ორმაგი სტანდარტია? კონკრეტული ქვეყნები ჩვენზე ოთხჯერ მეტ ღვინოს ყიდიან რუსეთში, ეს ხომ არის ორმაგი სტანდარტი? როდესაც ბლინკენი და ბორელი მონაწილეობენ ღონისძიებაში, ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს წარმოდგენილი“, – აღნიშნა კობახიძემ.

ჩრდილოეთ მაკედონიაში დღეს ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომა იხსნება. სხდომაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მონაწილეობს, რომელიც დელეგატებს სიტყვით მიმართავს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება