fbpx

ირაკლი კობახიძე: რაც არ უნდა გააკეთონ, ორი რაღაცა ჭირდებათ – ხალხის მხარდაჭერა და მოშლილი გუნდი. არც ერთი აქვთ, არც მეორე. ჩვენი გუნდი არის მყარი და ერთიანი და ხალხის მხარდაჭერა, კიდევ უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე ქონდათ

,,საზოგადოება თუ ზურგს არ გიმაგრებს, ვერაფერსაც ვერ მოაწყობ. 20 ივნისაც, იმიტომ მოაწყვეს ის ყველაფერი, რომ ჩვენს გუნდში არ იყო ერთიანობა. ახლა, რაც არ უნდა გააკეთონ, ორი რაღაცა ჭირდებათ – აქ ხალხის მხარდაჭერა, იქ მოშლილი გუნდი. არცერთი აქვთ, არც მეორე. ანუ ჩვენი გუნდი არის მყარი და ერთიანი, როგორც არასდროს და ხალხის მხარდაჭერა კიდევ უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე 3-4 წლის უკან ქონდათ,’’ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ POS TV-ის ეთერში.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, წარმოუდგენელია, ქართველი ადამიანი უგულავას, ჭიაბერაშვილს, გიგაურს, ლომჯარიას გაყვეს, რადგან ეს ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ ყველაფერს, რაც ჩვენი ქვეყნის სიწმინდეს და ისტორიას უკავშირდება.

,,ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, არც ხალხი უმაგრებთ მათ ზურგს და ჩვენი გუნდიც არის კონსოლიდირებული და ერთიანი. ასეთ პირობებში ამის შანსი არ აქვთ. ზუსტად, ამიტომ არის, რომ მოატყუეს ხალხი და არ გამოჩნდნენ სცენაზე. თავიდან ხალხის რაოდენობა იყო დიდი, როგორც კი გამოჩნდნენ, ეგრევე 3-ჯერ და 4-ჯერ შემცირდა. მარტივად არის აქ ყველაფერი. ხალხის მხარდაჭერა მათ არა აქვთ, ან რანაირად უნდა ქონდეთ? ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მართლა უსამშობლო ხალხია, ყველაფრით გამოხატული უსამშობლო ხალხი და უღმერთო. პირდაპირ, იმის ჩათვლით, რომ აგინებენ ყველა სიწმინდეს, რაც ჩვენს ქვეყანას და ისტორიას უკავშირდება. მეფეებზე გადავიდნენ. ეკლესიას აგინებენ, პატრიარქს და ა.შ. ასეთ ხალხს, რანაირად შეიძლება გაყვნენ ადამიანები? ამის ამბიცია, როგორ შეიძლება ქონდეს ამ ხალხს. ეს არის გაუგებარი. აი, ახლა რომ საუბრობენ ომზე, იმ ადამიანებს, უგულავას, ჭიაბერაშვილს, გიგაურს, ლომჯარიას, რანაირად შეიძლება ქართველი ხალხი გაყვეს? არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ამის იმედი, რომ აქვთ, ეს არის ღიმილის მომგვრელი,’’ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება