fbpx

ირაკლი კობახიძე ოპოზიციას- თქვენ ცდილობთ, რომ კეზერაშვილის დანაშაული განაზოგადოთ ჩვენს ქვეყანაზე და ქართველ ხალხზე, ეს არის საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები

„ერთი რამ იყო ძალიან მძიმე რაც მოვისმინე, მათ შორის, თქვენი პარტიის ლიდერის მხრიდან და აქაც გაისმა ასეთი განცხადებები, თქვენ ცდილობთ, რომ კეზერაშვილის დანაშაული განაზოგადოთ ჩვენს ქვეყანაზე და ქართველ ხალხზე, რომ ქართველმა დაკარგა რეპუტაცია“- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატს, მიხეილ დაუშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კობახიძის თქმით, „კეზერაშვილი, რომელიც ჯერ ძარცვავდა საქართველოში ბიზნესმენებს, შემდეგ ჯარი გაძარცვა, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, ქართველი ხალხი რა შუაშია. ეს არის ძალიან მძიმე განცხადებები და იმედია მომავალში ამას აღარ გაიმეორებთ, ეს არის საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები“.

ირაკლი კობახიძემ ასევე მიხეილ დაუშვილს შეახსენა, რომ სავარაუდოდ ე.წ. ქოლცენტრების საქმე დაიწყო 2018 წელს, შესაბამისად, უნდა სცოდნოდა თუ არა მათი პარტიის ლიდერს დანაშაულის ჩადენის შესახებ.

„თქვენი მთავარი არგუმენტი რატომაც იქმნებოდა ეს კომისია იყო ის, რომ ხელისუფლების ცოდნის გარეშე ასეთი დანაშაული ვერ იქნებოდა ჩადენილი. მე მინდა გითხრათ იმ გამოძიების მონაცემები, რომელიც წარმოებს ევროპელ კოლეგებთან ერთად. გამოძიების თანახმად სავარაუდოდ დანაშაულის ჩადენა დაიწყო 2018 წელს. მე შეგახსენებთ რომ თქვენი პარტიის ლიდერი მაშინ იყო შსს მინისტრი, მოგვიანებით გახდა პრემიერ-მინისტრი. ანუ, დანაშაულის ჩადენა გრძელდებოდა 2018-2020 წლებში, როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო შსს მინისტრი, უშუალოდ პასუხისმგებელი მინისტრი, შემდეგ პრემიერ-მინისტრი. გამოდის რომ თქვენი პარტიის ლიდერსაც უნდა სცოდნოდა ეს დანაშაული თუ როგორ არის ეს ყველაფერი?! შეგახსენებთ, რომ მთავარი არგუმენტი ეს იყო. გამოდის, თქვენმა ლიდერმაც იცოდა ამ დანაშაულის თაობაზე, თუმცა, ხელს აფარებდა ან დუმდა ამასთან დაკავშირებით.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება