fbpx

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე: ის არის კაცის კაცი. ის არის არა პარტიის ლიდერი, არამედ ფორმალური თავმჯდომარეა

,,გახსოვთ, რომ თვეების მანძილზე ვიყენებდით ამ ტერმინს უსამშობლოს და ახლაც ვიყენებთ, ამ პოლიტიკური ძალის მიმართ. ესეც აჩვენებს კაცობის დეფიციტს, როცა შენ, შენ ტერმინს ვერ მოიფიქრებ და სხვისი ტერმინი გინდა შეატრიალო. ეს არის კაცობის დეფიციტის გამოვლინება,’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ნიკა მელია არის ნაცმოძრაობის ფორმალური თავმჯდომარე, რომელიც კაცის კაცია. კობახიძის თქმით, მელია არც ღირსების მატარებელია და არც სამშობლოს მოყვარული.

,,რაც შეეხება, თვითონ ნაცმოძრაობას და კონკრეტულად მის ფორმალურ თავმჯდომარეს, რომელიც არის კაცის კაცი, ის არის არა პარტიის ლიდერი, არამედ ფორმალური თავმჯდომარე. რეალური ლიდერი, მანაც ძალიან კარგად იცის, არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც თავად, ასევე, ძალიან ვერ იტანს. ასეთი ადამიანი ვერ იქნება ვერც ღირსების მატარებელი, ვერც სამშობლოს მოყვარული და ვერც ვერაფერი. ყველაფერი რაც უ-ზე იწყება მიესადაგება სწორედ, ამ კაცს და მის პოლიტიკურ პარტიას, რომლის ფორმალური თავმჯდომარეც ის არის,’’ – განაცხადა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება