fbpx

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობაში“ პროცესი დამთავრდება ტოტალური საარჩევნო მარცხით

„ნაცმოძრაობაში“ პროცესი დამთავრდება ტოტალური საარჩევნო მარცხით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„მეცხრედ წააგებენ არჩევნებს ამ ქვეყანაში. რაც შეეხება იმ ვითარებას, რომელიც დღეს არის „ნაცმოძრაობაში“, ეს არის ძალიან კარგი. დაიყო ბოლშევიკებად და მენშევიკებად. ბოლშევიკების ფორმალური თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი, მენშევიკების ლიდერი არის მელია. ეს პროცესები გაგრძელდება, რაც ძალიან კარგია. საბოლოო ჯამში ამის დასასრული რა იქნება არ ვიცი, არჩევნების წინ მაინც მოახერხებენ იმედია ერთმანეთისგან გაყრას. თუ ვერ მოახერხებენ ეს კიდევ უკეთესი. მთავარია, რომ ისინი მეცხრედ წააგებენ არჩევნებს“, – აღნიშნა კომბახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება