fbpx

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რომ პოლარიზაცია გააღრმაოს, რითაც ევროკავშირის პირველივე მოთხოვნას უხეშად არღვევს

ევროპული კომისიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში პირველივე მოთხოვნა იყო დეპოლარიზაცია, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რომ პოლარიზაცია გააღრმაოს და ამით ევროკავშირის პირველივე მოთხოვნას უხეშად არღვევს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და არცერთი პირის გათავისუფლებაზე დოკუმენტში საუბარი არ არის.

„რაც შეეხება აქცია, ეს ვისი მხრიდანაც არის ორგანიზებული კარგად ვიცით, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ახალგაზრდული რადიკალური ფრთა „სირცხვილია“ და მათ რა თქმა უნდა ექნებათ რადიკალური, პოლიტიკური განცხადებები. ისინი არ ასრულებენ პირველივე პუნქტს იმ დოკუმენტში, რომელიც ევროპულმა კომისიამ შეიმუშავა. მთავარი მოთხოვნა იყო დეპოლარიზაცია და ამ დროს „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სატელიტებით, ახალგაზრდული ფრთით ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პირიქით, პოლარიზაცია გააღვივონ – ეს არის ევროკავშირის პირველივე მოთხოვნის უხეში დარღვევა და ეს არის მათი პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება