ირაკლი კობახიძე: მინდა, კახა კალაძეს კიდევ ერთხელ ვუსურვო გამარჯვება, რაც ასე ძალიან სჭირდება თბილისს და მის განვითარებას შემდეგი 4 წლის განმავლობაში
რამდენიმე დღის წინ, ჩვენ გავხსენით საარჩევნო კამპანია და წარვადგინეთ დედაქალაქის მერობის კანდიდატი – კახა კალაძე. მინდა, კახა კალაძეს კიდევ ერთხელ ვუსურვო გამარჯვება, რაც ასე ძალიან სჭირდება თბილისს და მის განვითარებას შემდეგი 4 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, თბილისი დღეს ბევრად უფრო ლამაზი, განვითარებული და სიცოცხლით სავსეა, ვიდრე 8 წლის წინ და ეს პირველ რიგში, სწორედ კახა კალაძის დამსახურებაა.
„კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ თბილისი დღეს არის ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო გამწვანებული, ბევრად უფრო განვითარებული და ბევრად მეტი სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ. ეს არის პირველ რიგში, კახა კალაძის დამსახურება, რომელსაც, ამ შემთხვევაში, როგორც რიგითმა თბილისელმა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მთავრობის წევრებს და თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ქალაქის პრობლემების გადაჭრაზე და თბილისის განვითარებაზე,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე: თბილისი დღეს არის ბევრად უფრო ლამაზი, უფრო გამწვანებული, უფრო განვითარებული და მეტი სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ – ეს, პირველ რიგში, კახა კალაძის დამსახურებაა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის დამსახურებებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, თბილისი დღეს ბევრად უფრო ლამაზი, გამწვანებული და განვითარებულია, ვიდრე 8 წლის წინ იყო, რაც პირველ რიგში, სწორედ მერის – კახა კალაძის დამსახურებაა.
დედაქალაქის განვითარებაზე ზრუნვისთვის, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა თბილისის მთავრობის წევრებსა და მერიის თანამშრომლებს.
„თბილისი დღეს არის ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო გამწვანებული, ბევრად უფრო განვითარებული და ბევრად მეტი სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ. ეს არის პირველ რიგში, კახა კალაძის დამსახურება, რომელსაც, ამ შემთხვევაში, როგორც რიგითმა თბილისელმა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მთავრობის წევრებს და თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ქალაქის პრობლემების გადაჭრაზე და თბილისის განვითარებაზე,“ – აღნიშნა კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას.
ირაკლი კობახიძე: დედაქალაქის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს თბილისის საკრებულო – საკრებულოს წევრებს ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ მოსახლეობასთან და განსაკუთრებულ როლს ასრულებენ პრობლემების გადაჭრის უზრუნველყოფაში
ირაკლი კობახიძე: საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა შემდეგი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის თითოეულ უბანში მეტი სიკეთის შეტანა უნდა უზრუნველყონ – დარწმუნებული ვარ, თბილისის მოსახლეობა მათ ნდობას გამოუცხადებს
დედაქალაქის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო. საკრებულოს წევრები არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ მოსახლეობასთან და განსაკუთრებულ როლს ასრულებენ პრობლემების მერიამდე მიტანასა და მათი გადაჭრის უზრუნველყოფაში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მმართველი პარტიის თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარდგენის ღონისძიებაზე.
მისი განცხადებით, სწორედ საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა უნდა უზრუნველყონ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქის თითოეულ უბანში მეტი სიკეთის შეტანა. კობახიძემ წარმატებები უსურვა თითოეულ კანდიდატს და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, დედაქალაქის მოსახლეობა მათ ნდობას გამოუცხადებს.
„მინდა მადლობა გადავუხადო, თბილისის საკრებულოს თითოეულ წევრს იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მათ თბილისის განვითარებაში შეიტანეს.
დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან სწორედ ახლა გახდება ცნობილი ჩვენი გუნდის იმ წევრების – საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების ვინაობა, რომლებმაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის თითოეულ უბანში მეტი სიკეთის შეტანა უნდა უზრუნველყონ. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის მოსახლეობა მათ ნდობას გამოუცხადებს და თბილისის საკრებულოში საკუთარ წარმომადგენლობას ანდობს.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე: მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს – ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება
ირაკლი კობახიძე: 4 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო განვითარებული, მეტი სიცოცხლითა და სიკეთით სავსე – ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი
მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს – ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, ოთხი წლის შემდეგ, საქართველო და თბილის კიდევ უფრო ლამაზი, განვითარებული, მეტი სიცოცხლითა და სიკეთით სავსე იქნება, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას „ქართული ოცნება“ იღებს.
„მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს – ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება. 4 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო განვითარებული და კიდევ უფრო მეტი სიცოცხლითა და სიკეთით სავსე. ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.