fbpx

ირაკლი კობახიძე – მთელი ოპოზიცია დადგა მწყობრში და პირდაპირ რუსეთის აგენტი ეძახეს ევროკომისარს

ირაკლი კობახიძე – მთელი ოპოზიცია დადგა მწყობრში და პირდაპირ რუსეთის აგენტი ეძახეს ევროკომისარს, რომელიც უშუალოდ გაფართოებაზეა პასუხისმგებელი. იგივე ადამიანები ამბობენ, რომ კუბილიუსზე არაფერი უნდა თქვა მთელი ოპოზიცია დადგა მწყობრში და პირდაპირ რუსეთის აგენტი ეძახეს ევროკომისარს, რომელიც უშუალოდ გაფართოებაზეა პასუხისმგებელი. იგივე ადამიანები ამბობენ, რომ კუბილიუსზე არაფერი უნდა თქვა, რა სისულელეა, როგორ შეიძლება ამას ვინმემ დაუკავშიროს რაღაც აბსოლუტუტურად უსამართლო შეფასებები – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული კურსი, რომელიც უკავშირდება მათ შორის დასავლურ ინტეგრაციას, მშვიდობის, სიმშვიდის შენარჩუნებას. თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, შეუძლია აკეთოს ნებისმიერი შეფასება. „სულ რარაც ორი დღის წინ თუ გუშინ გამოვიდა მთელი ოპოზიცია, რომელიც ჩვენ გვეუბნება რომ თურმე არ შეიძლება კუბილიუსზე ან შაჰინზე რაიმე ცუდის თქმა. მთელი ოპოზიცია დადგა მწყობრში და პირდაპირ რუსეთის აგენტი ეძახეს ევროკომისარს, რომელიც უშუალოდ გაფართოებაზეა პასუხისმგებელი. იგივე ადამიანები ამბობენ, რომ კუბილიუსზე არაფერი უნდა თქვა. რა სისულელეა, როგორ შეიძლება ამას ვინმემ დაუკავშიროს რაღაც შეფასებები, მითუმეტეს აბსოლუტუტურად უსამართლო შეფასებები. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ერთ რამეს – ჩვენ გვაქვს კონკრეტული კურსი, რომელიც უკავშირდება მათ შორის დასავლურ ინტეგრაციას, მშვიდობის, სიმშვიდის შენარჩუნებას. თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, შეუძლია აკეთოს ნებისმიერი შეფასება, მაგრამ მე მგონი ქართველი ხალხი აფასებს იმას, რომ ჩვენ თანაბრად ვუფრთხილდებით როგორც დასავლური ინტეგრაციის მიზანს, ასევე ჩვენს სუვერენიტეტს, ასევე მშვიდობის და სიმშვიდის შენარჩუნების ინტერესს ჩვენს ქვეყანაში“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება