fbpx

ირაკლი კობახიძე: მთავარი არის სიმართლე – ეს კანონი არ არის რუსული და არის ამერიკული და ის შესაბამისობაშია ადამიანის უფლებებთან და სტანდარტებთან

„საუბარი გვქონდა ბოლშევიკებზე, ორჯონიკიძეებზე, ბერბიჭაშვილებზე – ეს რის მათი მეთოდები აქედან ჩანს, რომ როდესაც რადიკალები, ნაციონალები საუბრობენ ევროპაზე, დასავლეთზე, ეს ყველაფერი არის ისეთივე ფარისევლობა, როგორიც გუშინ ჰქონდათ გულზე დახატული ამბროსი ხელაიას ფოტო. ეს არის ფარისევლობა, სინამდვილეში მათ არაფერი აქვთ ახლო არც ევროპასთან, არც დასავლეთთან ისინი არიან ჩვეულებრივი ბოლშევიკები, მათში გაცოცხლებულია ბოლშევიკური, სერგო ორჯონიკიძის სული,“ – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების მისამართით აგორებულ კამპანიაზე დასმულ შეკითხვას. მისივე განცხადებით, მსგავსი მეთოდები რადიკალებს 2012 წლამდე გასდიოდათ თუმცა, ვინაიდან საქართველო შემდგარი სახელმწიფოა, ძალადობრივი მეთოდები წარუმატებლობისთვის არის განწირული. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა აგენტების ამერიკული კანონის შესახებაც და აღნიშნა, რომ კანონი არის ამერიკული და ის შესაბამისობაშია მოყვანილი ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. „მთავარი არის სიმართლე: სიმართლე კი არის ის, რომ ეს არ არის რუსული კანონი, არამედ არის ამერიკუილ კანონი. ისიც შესაბამისობაშია მოყვანილი ადამიანის უფლებებთან და შესაბამის სტანდარტებთან – ეს არის სიმართლე. ყველაფერი დანარჩენი არის ტყუილი. მე არ ვიტყვი, ვინ ტყუის და ვინ არ ტყუის, ყველაფერი დანარჩენი ტყუილია.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება