ირაკლი კობახიძე -ეუთო-ს გენერალურ  მდივანთან ფერიდუნ  სინირლიოღლუსთან  გავცვალეთ მოსაზრებები  საქართველოსა  და რეგიონში ბოლო  დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოვხატე მადლიერება მშვიდობის  ხელშეწყობის საქმეში ეუთო-ს მუდმივი ჩართულობისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის

ეუთო-ს გენერალურ მდივანთან  ფერიდუნ   სინირლიოღლუსთან  გავცვალეთ მოსაზრებები  საქართველოსა და რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე მან გამოხატა მადლიერება მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში ეუთო-ს მუდმივი  ჩართულობისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

„დანიის სამეფოს ქალაქ კოპენჰაგენში  გამართულ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-7 სამიტზე მქონდა პატივი ნაყოფიერი დისკუსიები მქონოდა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან,  მის  აღმატებულება ფერიდუნ  სინირლიოღლუსთან. შეხვედრაზე მოსაზრებები გავცვალეთ  საქართველოსა და რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.  საუბრისას გამოვხატე მადლიერება მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში ეუთო-ს მუდმივი ჩართულობისა  და  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნავს პრემიერი.

https://twitter.com/PM_Kobakhidze/status/1973757198976078011/photo/1

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება