fbpx

ირაკლი კობახიძე: დღეს გვაქვს იდეალური მდგომარეობა, რადიკალური ოპოზიცია არის დასუსტებული, შესაბამისად შემცირებულია პოლარიზაციის ხარისხი და არის სიმშვიდე ქვეყანაში

დღეს გვაქვს იდეალური მდგომარეობა, რადიკალური ოპოზიცია არის დასუსტებული, შესაბამისად შემცირებულია პოლარიზაციის ხარისხი და არის სიმშვიდე ქვეყანაში. ეს უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალურად და კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კი სუსტდება რადიკალური ოპოზიცია, მაშინვე მშვიდდება ვითარება ქვეყანაში და მცირდება პოლარიზაციის ხარისხი. „ლევან ხაბეიშვილზე რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს, არის ის, რომ მას პირდაპირ აფინანსებს კეზერაშვილი, ოლიგარქი. მას იცავენ სწორედ იმიტომ, რომ ძირითადად მისგან მოდის ფინანსები.

ჩვენ რაც ვიცით, ეს გააპროტესტა ორიოდე დღის წინ მელიამ და კეზერაშვილმა მას მიანიშნა, რომ ის არის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარე იმ პარტიის, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობა“ და უთხრა, რომ კონფლიქტი, რაც მას აქვს ხაბეიშვილთან არის მელიას და არა კეზერაშვილის პრობლემა. ამ დონეზე აქვთ ერთმანეთში ურთიერთობა დაძაბული. მელიას უნდა, რომ მის გარეშე ხაბეიშვილი არ დააფინანსოს კეზერაშვილმა, ის მაინც აკეთებს ამას. ცალკეა სააკაშვილი და ასე შემდეგ. ეს არის შიდა დინებები, რაც აქვთ ამ ადამიანებს და ამას ჩვენ გვაბრალებენ. არაფერ შუაში არ ვართ ჩვენ. ის რომ კეზერაშვილი მელიას გვერდის ავლით აფინანსებს ხაბეიშვილს, ამაში სუსი არაფერ შუაშია, ეს არის კეზერაშვილის, მელიას და ხაბეიშვილის პრობლემა და სააკაშვილის პრობლემა და არა ჩვენი. კეზერაშვილი ცდილობს, რომ ვიღაცეებს გადაახტეს და თვითონ მოიპოვოს მეტი ძალაუფლება პარტიის შიგნით. „ღმერთმა ხელი მოუმართოს“ ამ ადამიანებს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია. დღეს არის ძალიან მშვიდი გარემო და ერთადერთი მიზეზი ამ სიმშვიდის, არის ის რომ რადიკალური ოპოზიცია არის დასუსტებული. როგორც კი სუსტდება რადიკალური ოპოზიცია, მაშინვე მშვიდდება ვითარება ქვეყანაში და მცირდება პოლარიზაციის ხარისხი და როგორც კი ისინი უფრო მეტად გაძლიერდებიან ხოლმე მაშინვე იზრდება პოლარიზაციის ხარისხი და იქმნება გარკვეული საფრთხეები იგივე არეულობის კუთხით და ა.შ. დღეს გვაქვს იდეალური მდგომარეობა, რადიკალური ოპოზიცია არის დასუსტებული, შესაბამისად შემცირებულია პოლარიზაციის ხარისხი და არის სიმშვიდე ქვეყანაში. ეს უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალურად და კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება