fbpx

ირაკლი კობახიძე: დეოლიგარქიზაცია ჩვენი მოგონილი არ არის. ჩვენ საერთოდ არ დაგვიწყია ამაზე არც საუბარი, არც ფიქრი. დეოლიგარქიზაცია, რაღაც გაგებით, დევნას ნიშნავს

,,დეოლიგარქიზაცია ჩვენი მოგონილი ხომ არ არის. ჩვენ საერთოდ არ დაგვიწყია ამაზე არც საუბარი, არც ფიქრი. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რაღაც გაგებით, დევნას. უკრაინაშიც ხდება, რა? ადამიანები არიან მიჩნეული ოლიგარქებად და ისინი, რაღაც გაგებით, პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად – იდევნებიან,’’ – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE’’ ეთერში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროკავშირის მოწოდებაა, რომ ოლიგარქებს არ ქონდეთ გავლენა პოლიტიკაზე, სწორედ ამ მოწოდებას მიყვება ,,ქართული ოცნებაც’’. თუმცა, მისი თქმით, კანონი ოლიგარქიზაციის შესახებ ერთგვარ დევნას ნიშნავს.

,,რა იგულისხმება ამაში? მაგალითად, მთელმა რიგმა ადამიანებმა, ბიზნესმენებმა, შეძლებულმა ადამიანებმა დათმეს საკუთარი ტელევიზიები, ანუ ლეგალურად ქონდათ ტელევიზიები და მოუწიათ დათმობა. ანუ პრაქტიკულად, დევნა განხორციელდა მათი. ადამიანებს კანონიერად ქონდათ ტელევიზიები და ერთ-ერთმა, მაგალითად დათმო სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთარი მედიასაშუალებები. ეს ევროკავშირის მოწოდებაა, ჩვენ ხომ არ მოგვიგონია. ისინი ამბობენ, რომ ოლიგარქები უნდა იყვნენ განდევნილი პოლიტიკიდან და შესაბამისად, მივყვებით ამ რეკომენდაციას. არიან კონკრეტული ოლიგარქები ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, მათ შორის, თვითაღიარებული, აღიარებული ოლიგარქები, როგორიც არის იგივე კეზერაშვილი, როგორიც არის ჭუტა და ა.შ. ევროკავშირი გვეუბნება, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის, მათ არ უნდა ქონდეთ ასეთი ჭარბი გავლენა პოლიტიკაში. ჩვენ მივყვებით ევროკავშირის რეკომენდაციას, რომელიც სწორედ, ერთგვარ დევნას უკავშირდება,’’ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება