fbpx

ირაკლი კობახიძე: დაუშვებელია, ენჯეოები აფინანსებდნენ ჩვენს ქვეყანაში ექსტრემიზმს, პოლარიზაციას, რევოლუციურ სცენარებს, ასევე, მნიშვნელოვანია, ასეთი ღონისძიებები არ იყოს გარედან დაფინანსებული

დაუშვებელია, „ენჯეოები“ აფინანსებდნენ ჩვენს ქვეყანაში ექსტრემიზმს, პოლარიზაციას, რევოლუციურ სცენარებს და ასევე, მნიშვნელოვანია, ასეთი ღონისძიებები არ იყოს გარედან დაფინანსებული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კობახიძემ აღნიშნული კომენტარით ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციებმა შექმნეს ფონდი, რომელიც ითვალისწინებს იმ პირთა ფინანსურ მხარდაჭერას, რომლებიც, მაგალითად, აქციაზე იქნებიან დაკავებული და რას ემსახურება ეს ნაბიჯი?“.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს პროექტიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან დაპირისპირებას ემსახურება, რაზეც მმართველ პარტიას მკაცრი რეაგირება ექნება.

„ასეთი პროექტიც, რა თქმა უნდა, არის პირდაპირი დაპირისპირება სახელმწიფო ინსტიტუტებთან და ეს არის ექსტრემიზმის პირდაპირი მხარდაჭერა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია და ამაზე გვექნება ძალიან მკაცრი რეაქცია.
დაუშვებელია, “ენჯეოები” აფინანსებდნენ ჩვენს ქვეყანაში ექსტრემიზმს, პოლარიზაციას, რევოლუციურ სცენარებს და ასევე, მნიშვნელოვანია, ასეთი ღონისძიებები არ იყოს გარედან დაფინანსებული.“ – განაცხადა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება