fbpx

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე – მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის და ეს არის ის მადლობა, რომელსაც იზიარებს ჩვენი პარტიის ყველა წევრი

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რაც მხოლოდ და მხოლოდ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გააძლიერებს არა მარტო ჩვენს გუნდს, არამედ ჩვენს ქვეყანას და მისცემს შესაძლებლობას, დიდ წარმატებებს მიაღწიოს შემდგომში, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტიის საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის არჩევის შესახებ საუბრისას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში ნათლად განმარტა ის მიზეზები, თუ რატომ მიიღო პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება. მისივე თქმით, ოპოზიციის სრული განადგურების ფონზე, მმართველ გუნდს სხვა გამოწვევები გაუჩნდა, რაზე საპასუხოდაც ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.

„მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის და ეს არის ის მადლობა, რომელსაც იზიარებს ჩვენი პარტიის ყველა წევრი.
რაც შეეხება გუნდის გაძლიერებას, ბატონმა ბიძინამ ძალიან კარგად განმარტა მისი გადაწყვეტილების მიზეზი და მიზანი, მისი პოლიტიკაში დაბრუნების მიზანი. აქ მიზეზი არის არა ის, რომ გუნდს აქვს სისუსტე, მაგალითად საარჩევნოდ, პირიქით – თავად ბატონმა ბიძინამ აღნიშნა, რომ დღეს გუნდს აქვს ძალიან ძლიერი პოზიციები და მის სიტყვაში იყო ნათქვამი, რომ ხვალ რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, 90-100 მანდატის აღება კამპანიის გარეშეც კი არ გაგვიჭირდებოდა. თუმცა, სწორედ იმ პირობებში, რაზეც საუბრობდა ბატონი ბიძინა, რომ ოპოზიცია არის სრულად მოშლილი, სრულად განადგურებული, აქ არის სხვა გამოწვევები და სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ მიიღო ბატონმა ბიძინამ ეს გადაწყვეტილება.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება