fbpx

ირაკლი კობახიძე: არცერთ სამუშაო ჯგუფში არ ჩაერთნენ „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, ეს არის მარტივი გათვლა, საბოტაჟი 12 პუნქტისა და კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართ


ევროპული რეკომენდაციების 11-ე პუნქტზე პრინციპში კონსენსუსი შედგა, უბრალოდ „ვაშაძის პარტიამ“ მეორე და მესამე მოსმენის დროს მხარი არ დაუჭირა ცვლილებებს. მარტივი ტრიუკია. რაღაც მომენტში რომ დასჭირდეთ იმის თქმა, რომ ესეც არ მოსწონდათ, უბრალოდ არ მოვიდნენ კენჭისყრაზე და თითი არ მიაჭირეს ღილაკს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“-ში საუბრისას განაცხადა.

„რეალურად საბოტაჟის რეჟიმში არიან. არცერთ სამუშაო ჯგუფში არ ჩაერთნენ „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. ეს არის მარტივი გათვლა. საბოტაჟი 12 პუნქტის მიმართ, საბოტაჟი კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართ, ევროინტეგრაციის მიმართ. პირდაპირ იკითხება მათი ანტისახელმწიფოებრივი ინტერესები. მათი გათვლა და სტრატეგია ეს არის, უნდა თქვან, რომ აი არ შესრულდა, კმაყოფილები არ არიან და ა.შ. სწორედ ამიტომ არ ჩაერთნენ სამუშაო პროცესშიც. საბოტაჟი არის მათი პირდაპირი ინტერესი“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება