fbpx

ირაკლი კობახიძე – არიან გარკვეული გარე ძალები, რომლებიც კეზერაშვილს ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის საშუალებას აძლევენ და ამის სანაცვლოდ, კეზერაშვილს უწევს ფულის დახარჯვა

არიან გარკვეული გარე ძალები, რომლებიც კეზერაშვილს ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის საშუალებას აძლევენ და ამის სანაცვლოდ, კეზერაშვილს უწევს ფულის დახარჯვა. დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ სიამოვნებს ფულის ხარჯვა საქართველოში, ურჩევნია, მეტი ფული აკეთოს და დაიტოვოს, მაგრამ უწევს ფულის ხარჯვა სწორედ ამ გარანტიების სანაცვლოდ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ამ ძალების მხრიდან არის კოორდინირებული.
„ქართული საზოგადოება არის ძალიან გაზრდილი, მომწიფებული ამ 30 წლის განმავლობაში. გახსოვთ, 90-იან წლებში განსხვავებული ვითარება იყო, ბევრი შეცდომა დაუშვა მაშინ საზოგადოებამ, მაგრამ დღეს აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. იმდენი სირთულე გამოიარა ქართულმა საზოგადოებამ, იმდენი სხვადასხვა გამოწვევა ჰქონდა წლების განმავლობაში, რომ დღეს მისი მოტყუება პრაქტიკულად, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ამ ეგრეთ წოდებულ მესამე ძალას, რომელიც, სინამდვილეში, იქნება „ნაცმოძრაობის“ მეორე ფრონტი, ქართული საზოგადოება უბრალოდ არ იყიდის“, – განაცხადა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება