ირაკლი კირცხალია – მოვუწოდებ ყველას, ვინც გააცნობიერა სად იყვნენ 4 ოქტომბერს და რას სჩადიოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ჯანსაღი ნაბიჯები გადადგან

ირაკლი კირცხალია – მოვუწოდებ ყველას, ვინც გააცნობიერა სად იყვნენ 4 ოქტომბერს და რას სჩადიოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ჯანსაღი ნაბიჯები გადადგან

მოვუწოდებ ყველას, ვინც ბინძურ თამაშებში (4 ოქტომბრის მოვლენები) მონაწილეობდა და ვინც გააცნობიერა სად იყვნენ და რას სჩადიოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ბოლომდე გააცნობიერონ და ჯანსაღი ნაბიჯები გადადგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

როგორც კირცხალია, აღნიშნა, რომ აქტივისტების უმეტესი მათგანი, რომლებიც ჩართული იყვნენ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში, შეცდომაში იყვნენ შეყვანილი.

“ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრ აქტივისტსა და შეცდომაში შეყვანილ მოქალაქეს უბიძგებდნენ იმ ძალიან მძიმე კანონდარღვევისკენ, რომელი კანონდარღვევებიც სახეზე გვაქვს, კარგად ვხედავდით უკანახაზებში ან გადამალულს თავიანთ სახლებში. მაგრამ ასევე ვხედავთ, რომ გამართულ სახელმწიფოში დესტრუქციისა და სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი პასუხისმგებლობაში არის მიცემული“, – განაცხადა ირაკლი კირცხალია.

4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 დაკავებულს გაუფორმდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება