ირაკლი კირცხალია – ეს არის მორალისგან დაცლილი, სისხლიანი რეჟიმის შემოქმედის, “ნაცმოძრაობის” სულიერი მამის ერთ-ერთი მონაბოდი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასებისას, ალბათ კომიკურ ჟანრში გადავალთ. სერიოზულ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ თუ მაინც დაჟინებულად მთხოვთ სერიოზულად შევაფასო – ეს არის მორალისგან დაცლილი, სისხლიანი რეჟიმის შემოქმედის, “ნაცმოძრაობის” სულიერი მამის ერთ-ერთი მონაბოდი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. კირცხალია გამოეხმაურა სააკაშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილი „ძალიან ცუდად დაამთავრებს ამერიკელებთან”. “სააკაშვილი საკანში რა სიზმარს ნახავს, ვერ გაიგებ; დღეს ამერიკით დაგემუქრება, ხვალ რამე სხვა ქვეყნით. დღეს უკრაინელია, ხვალ ქართველია, ზეგ შეიძლება რუსი აღმოჩნდეს და მაზეგ შეიძლება მისი დიდი ბაბუა ფლორიდიდან იყოს. თითოეული მისი განცხადება არის კომიკური ჟანრის“, – განაცხადა კირცხალიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება