fbpx

ირაკლი ზარქუა ჯაფარიძე-ხოშტარია-ვაშაძეზე: ამ ტროიკას რა შედეგი უნდა ჰქონდეს? ისევ 1 ან 1,5 პროცენტი, ჯამში, თუ მანამდე არ დაიშალნენ


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და გიორგი ვაშაძის გაერთიანებას შედეგი არ ექნება და ისინი არჩევნებზე ჯამში 1-1,5 პროცენტს მიიღებენ.

„ამ ე.წ. ტროიკას რა შედეგი უნდა ჰქონდეს – არაფერი. პროცენტი იქნება ისევ 1 ან 1,5 ჯამში, თუ მანამდე არ დაიშალნენ. ეტყობა, ვიღაცას, მორიგ შეძლებულ ადამიანს ატყუებენ, რომ დაფინანსების ფული გამოსძალონ. მე არ მაქვს საფუძველი, სერიოზულად აღვიქვა ე.წ. ტროიკა და მათი ამბიციები. ერთმანეთს ატყუებენ და დაიშლებიან“, – აცხადებს ზარქუა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება