fbpx

ირაკლი ზარქუა: პრეზიდენტს ვკითხავდი, ნანობს თუ არა ანტისახელმწიფოებრივ გამოხტომებს? – თუ უნდა, რომ მივუტევოთ, უნდა აღიაროს და მზად ვარ ვუთხრა – ჯიგარი ხარ, ქალბატონო პრეზიდენტო

პრეზიდენტს ვკითხავდი, ნანობს თუ არა ანტისახელმწიფოებრივ გამოხტომებს? თუ უნდა, რომ მივუტევოთ, უნდა აღიაროს და მზად ვარ ვუთხრა – ჯიგარი ხარ, ქალბატონო პრეზიდენტო, ფრანგულადაც გადავუხდი მადლობას, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ პრეზიდენტს აქვს კარგი შესაძლებლობა, ახსნას თავისი პოზიცია და თქვას, რომ შეცდომაში შეიყვანეს.

„მე ვკითხავდი პრეზიდენტს, ნანობს თუ არა ანტისახელმწიფოებრივ გამოხტომებს? ნანობს თუ არა, რომ რადიკალებს შეეკრა? ველოდები, რომ გამოვა და იტყვის – მე ვიყავი შეცდომაში შეყვანილი, მადლობას გიხდით მთავრობას და პარლამენტს სტატუსის დამსახურებულად მოპოვებისთვის და მე მეტს აღარ გავაკეთებ. ეს მოლოდინი მაქვს, თუ ღირსება შერჩენია, ბოდიშის მოხდა არ არის ცუდი ტონი. როცა დარწმუნდები, რომ შეცდომა დაუშვი და პარლამენტს, სადაც, სხვათა შორის, თვითონაც მუშაობდა, „ფსევდორეფორმებს“ ეძახდა, ამ „ფსევდორეფორმებით“ და შესრულებული პუნქტებით დამსახურებულად და ერთხმად მოგვანიჭა ევროკავშირის ყველა სახელმწიფომ სტატუსი. მით უმეტეს, რეიტინგებით, რაც გამოქვეყნდა, ევროკავშირის 7 სახელმწიფოს, ნატოს 9 სახელმწიფოს ვუსწრებთ – ეს მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა და ეს უნდა აღიაროს ქალბატონმა პრეზიდენტმა, თუ უნდა, რომ მივუტევოთ ის შეცდომები და ვთქვათ – რა მოხდა მერე, ვის არ ეშლება?! მე პირადად მზად ვარ, ვუთხრა, ჯიგარი ხარ ქალბატონო პრეზიდენტო-თქო. ფრანგულადაც ვეტყვი – მადლობას გადავუხდი”, – განაცხადა ზარქუამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება