fbpx

ირაკლი ზარქუა ოპოზიციის ჩრდილოვან კაბინეტზე: რასაც ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ უშვრება, არის ჩათლახობა – თვითონ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია, მსხვერპლი რომ ჰყავს, მანჯგალაძე, ეკონომიკის მინისტრია, ხაზარაძეს ჩააბარეს ინფრასტრუქტურა

რასაც გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ უშვრება, ეს არის ჩათლახობა. თანამდებობები ხომ ვირტუალურად გადაინაწილეს, თვითონ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია, ასე დასახელდა, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ, ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა თანამდებობები ისე გადაინაწილეს, რომ ჩრდილოვან კაბინეტში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი არ მოხვდა.

“ის მსხვერპლი რომ ჰყავს, რომ მისდევს ხოლმე, მანჯგალაძე, ეკონომიკის მინისტრია. ხაზარაძეს ჩააბარეს ინფრასტრუქტურა, ანაკლია ხომ ააშენა და ინფრასტრუქტურა მიაბარეს.
ბიჭო, კაცი გამოვიდა, 1%-იანი რომ იყავი, მიგიკედლა, დაგბანა, დაგვარცხნა და რა გაუკეთეთ? სცენიდან ჩააგდეთ და შენ და პეტრემ ჩაუტარეთ პრეზენტაცია ამერიკულ სტილში, მოცხეთ ტაში იქაც და ამის შემდეგ, საერთოდ განაწილებაშიც ვერ მოახვედრეთ. კაცმა მთელი ზაფხული ბუნების ძალები დაიმორჩილა, გარემოს დაცვის მინისტრად მაინც არ ეკუთვნის? არა ხარ სწორი კაცი შენ. ხაბე, ამოიღე შენც ხმა ბიჭო, რა დასჯილივით ხარ,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება