fbpx

ირაკლი ზარქუა: ზუსტად ვიცით, რომ კეზერაშვილებს, ადეიშვილებს, ლორთქიფანიძეებს, ახალაიას, რომელიც დღემდე მიმალვაშია, ადრე თუ გვიან მაინც მოუწევთ ქართული მართლმსაჯულების წინაშე პასუხისგება

ჩვენ, ქართველი ხალხი, უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ დღემდე, მიუხედავად იმ გამოხტომებისა, რასაც ადგილი ჰქონდა უკრაინელი ჩინოვნიკების მხრიდან, რომ თურმე მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ქართული მხარის მოთხოვნა ზურაბ ადეიშვილის გადმოცემასთან დაკავშირებით დროული იყო, თუმცა, მმართველ გუნდს არ აქვს მოლოდინი, რომ უკრაინული მხარე ამ მოთხოვნას გაითვალისწინებს.

„და კიდევ ერთი რომ ჰყავთ იქ – უსამშობლო ადამიანი, რომელიც გვმოძღვრავს იქიდან – არახამია, სოჭში დაბადებული, რუსულად რომ ელაპარაკება საქართველოს მოსახლეობას. აი, ეს უსამშობლოები ქმნიან შემდეგ პრობლემებს. კიდევ ერთხელ ვამბობ – ისინი იქ დროებით არიან. მე უკრაინელ ხალხს გამარჯვებას ვუსურვებ, მშვიდობას ვუსურვებ და ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება ისე, როგორც მანამდე გვქონდა. მაგრამ ჩვენ კრიმინალებს, სადაც არ უნდა იყოს ეს, მაინც ვაგებინებთ პასუხს, იმიტომ, რომ ასეა სააკაშვილის შემთხვევაში და ზუსტად ვიცით, რომ კეზერაშვილებს, ადეიშვილებს, ლორთქიფანიძეებს, ახალაიას, რომელიც დღემდე მიმალვაშია, ადრე თუ გვიან მაინც მოუწევთ ქართული მართლმსაჯულების წინაშე პასუხისგება“, – აღნიშნა ზარქუამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება