fbpx

ირაკლი (დაჩი) ბერაია ხათუნა სამნიძეს: დავალების მიმღები ტიპიური ჯაშუშები ხართ, დავალებით რომ ეკლესიას აგიებთ, ის ადამიანები ხართ თქვენ

თქვენთვის სახელმწიფო ინტერესი რა არის, კაცმა არ იცის. დავალების მიმღები ტიპური ჯაშუშები ხართ, დავალებით რომ ეკლესიას აგინებთ, ის ადამიანები ხართ თქვენ, – ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა, “ხალხის ძალის” წევრმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ ოპოზიციონერ დეპუტატს, ხათუნა სამნიძეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვისას.

ბერაიას განცხადებით, კანონპროექტის მოწინააღმდეგეები არა აგენტები, არამედ ჯაშუშები არიან და მათ შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, ვინაიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჯაშუშებს არ ეხება.

„თქვენ აგენტები კი არა, თქვენ ხართ ჯაშუშები. თქვენ ხართ ტიპური ჯაშუშები, რომლებიც ანგრევთ ქვეყანას, სახელმწიფოს ჩამოქცევა გინდათ. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც აგინებთ ეკლესიას, დავალების მიმღები ჯაშუშები ხართ და ნუ ნერვიულობთ, ეს კანონი არ გეხებათ თქვენ, ჯაშუშებზე არ არის ეს კანონი.“ – მიმართა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ ხათუნა სამნიძეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება