fbpx

იოტისოდენა სირცხვილის გრძნობა მაინც თუ ეუფლებათ იმ ევროდეპუტატებს, ვინც საერთაშორისო თაღლითსა და უმძიმეს დანაშაულებში მხილებულ კეზერაშვილს „პოლიტიკურ დევნილად“ გვასაღებდნენ?

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც დავით კეზერაშვილი საერთაშორისო თაღლითური ქსელის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია.

ზურაბ ქადაგიძის თქმით, ამ გამოძიებამ სულ ცოტა უხერხულობა უნდა შეუქმნას იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც კეზერაშვილს პოლიტიკურ დევნილს უწოდებდნენ.

„ყველა გზა, რომ კეზერაშვილთან მიდიოდა, ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცოდა, თუმცა, ერთი დეტალი მინდა შეგახსენოთ იმ ბინძური კამპანიიდან, რასაც გლობალური ომის პარტია საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებდა:

შარშან, ევროდეპუტატების ერთ მიმართვაში, კეზერაშვილი მოხსენიებულია როგორც დევნილი, ჩაგრული მედია-მენეჯერი.

ჰოდა, რა მაინტერესებს, იცით? იოტისოდენა სირცხვილის გრძნობა მაინც თუ ეუფლებათ იმ დეპუტატებს, ვინც საერთაშორისო თაღლითსა და უმძიმეს დანაშაულებში მხილებულ მაქინატორს „პოლიტიკურ დევნილად“ გვასაღებდნენ?

კუბილიუსი, ფოტიგა, კრამონი, იუკნევიჩიენე და ძმანი მისნი, რომლებიც ხელაღებით გვიმტკიცებდნენ კეზერაშვილის მედიამენეჯერობას, რეზოლუციებს უძღვნიდნენ და ამით პოლიტიკურ სარჩულს უკერავდნენ საერთაშორისო თაღლითს, არანაკლებ დამნაშავეები არიან საერთაშორისო პოლიტიკური სპეკულაციების გამო, ვიდრე კეზერაშვილი, რომელმაც უშუალოდ დანაშაული ჩაიდინა“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება