დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, N186 საჯარო სკოლის
მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ ჰექტარ ფართობზე რეკრეაციული
სივრცე ეწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილესთან
ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება აღნიშნული ტერიტორია.
ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი –
უკანონო შემოღობვების მოხსნით გამოთავისუფლდება სივრცე. აქ
მოეწყობა საფეხბურთო მოედანი, დაირგვება ხე-მცენარეები,
განთავსდება ატრაქციონები, სარწყავი სისტემა და ა.შ. ირგვლივ ბევრი
ოჯახი ცხოვრობს. მიხარია, რომ მათ ექნებათ დასვენებისა და
განტვირთვისთვის კარგი სივრცე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, ახალი სკვერი ბილიკის მეშვეობით
დაუკავშირდება გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის N1-ში გასულ წელს
მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეს. სამუშაოების ღირებულება,
დაახლოებით, 1 418 431 ლარია.
თბილისის მერთან ერთად ადგილზე საბურთალოს რაიონის გამგებელი
გიზო ვასაძე იმყოფებოდა.

