fbpx

ინფიცირებულმა სასულიერო პირმა, მოინახულა მისი და, რომელიც თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის, „თიმის“ თანამშრომელია, რომელმაც თავის მხრივ კლინიკის კიდევ 4 თანამშრომელი დააინფიცირა.

თბილისის ცენტრალურ უბანში, მდებარე ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირი, რომელსაც კორონავირუსიდაუდგინდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

„კურიერის“ ინფორმაციით, სასულიერო პირი თბილისში მდებარე ერთ-ერთ ტაძარში დაინფიცირდა, იქ სადაც თავად მსახურობდა. ტაძარი, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარეობს.

მათივე ინფორმაციით, ინფიცირებული სასულიერო პირის ყველა კონტაქტი შესწავლილია. მას კორონავირუსიმრევლისგან გადაედო.

ამის შემდეგ ინფიცირებულმა სასულიერო პირმა, მოინახულა მისი და, რომელიც თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის, „თიმის“ თანამშრომელია, რომელმაც თავის მხრივ კლინიკის კიდევ 4 თანამშრომელი დააინფიცირა.

სასულიერო პირი ხარების დღესასწაულის მერე ტაძარში არ ყოფილა, რადგან კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა.

ეკლესია ამ დროისთვის დაკეტილია.

ცნობისთვის სასულიერო პირს კორონავირუსი გუშინ, დღის ბოლოს დაუდასტურდა.

გაუზიარე!

Shares