fbpx

ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის – 15-18 სექტემბერი

🚀15 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ბაკურიანში გაიმართება ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის. ბანაკის ორგანიზატორია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

🗯ბანაკი მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
პროექტს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: ჯეოლაბი, ინოვაციური განათლების ფონდი და ედისონი.

ბანაკის დასრულების შემდეგ #GITA და ფაბლაბ ილიაუნი აქტიურად იმუშავებენ მსურველ სტუდენტებთან იდეების ხელშესახებ „პროდუქტად“ გარდასაქმნელად.
💭ბანაკის მთავარი სალექციო თემა იქნება ბიოტექნოლოგიები და ბიოინჟინერია.სტუდენტები ასევე შეისწავლიან მეწარმეობისა და სტარტაპის შექმნის საკითხებს.

ადგილობრივი და უცხოელი გამოცდილი მენტორების დახმარებით სტუდენტები გუნდურად იმუშავებენ ინოვაციური ბიოტექნოლოგიური იდეების შექმნაზე.

⁉️ვის შეუძლია მონაწილეობა:
საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიოლოგიის, ბიოქიმიის, კომპიუტერული მეცნიერებების, კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტებს. მონაწილე სტუდენტები შეირჩევიან მათი გამოცდილებისა და მოტივაციის მიხედვით.

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გაიარეთ რეგისტრაცია ამ ბმულის მეშვეობით – https://forms.gle/MRibEfZXUNhZ6oMG9❓

შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ: [email protected]

  • ✅სამუშაო ენა: ქართული
  • 🛑რეგისტრაციის ბოლო ვადაა 9 სექტემბერი, 23:59.
  • 📍ლოკაცია:ბაკურიანი-ინ
  • ❌შენიშვნა! ბანაკში მონაწილეობისთვის სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე. მონაწილემ უნდა შეძლოს ინგლისურენოვანი ლექციის მოსმენა, გააზრება და კომუნიკაციაში ჩართვა.

[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares