fbpx

„ინდური შტამის,, მასიური გავრცელებისგან გარკვეულწილად დაცული ვართ – მარინა ენდელაძე

ექიმი, ინფექციონისტი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ მოსახლეობა კოვიდ 19-ის ინდური შტამისგან გარკვეულწილად დაცულია, თუმცა ეს არ იძლევა მოდუნების საშუალებას.

ექიმის თქმით, ინდური შტამის კიდევ უფრო მეტი გავრცელების ან ლეტალობის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ენდელაძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული შტამი ვირუსის სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით უფრო მძიმე იქნება.

„ინდური შტამის მასიური გავრცელებისგან გარკვეულწილად დაცული ვართ, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. თუმცა შეიძლება გავრცელდეს. ახლა რაც შეეხება თვითონ ინდურ შტამს, ვერ გეტყვით, რომ განსაკუთრებული სიმძიმე ახასიათებს, ჯერჯერობით ეს შესწავლის საკითხია.

გავრცელებაზეც არსებობს მოსაზრება, რომ უფრო მეტად გავრცელებადია. არც უხანის და არც ბრიტანული შტამი იყო ნაკლებად გავრცელებადი, შესაძლოა ახასიათებდეს უფრო მეტი ლეტალობა, მაგრამ დადასტურებული 100%-იანი ინფორმაცია არ არის. ვფიქრობ, რომ ინდური შტამი ცოტა უფრო მძიმე იქნება“, – განაცხადა ენდელაძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება