fbpx

ინგლისის ბანკი დიდ ბრიტანეთში ყველაზე ხანგრძლივ რეცესიას ელის

ინგლისის ბანკი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ დიდ ბრიტანეთს ყველაზე გრძელი რეცესია ემუქრება. მან ბოლო 33 წლის მანძილზე ყველა მაღალი საპროცენტო განაკვეთები დაადგინა.

ბანკი აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთს 2025 წლისთვის ძალიან რთული ორწლიანი ვარდნა ექნება და უმუშევრობის დონე თითქმის გაორმაგდება

ბანკის ხელმძღვანელმა ენდრიუ ბეილიმ გააფრთხილა გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები, რომ „წინ რთული გზაა“. მისივე თქმით, ახლა საჭიროა მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიანებით ყველაფერი გაუარესდება.

ბანკმა საპროცენტო განაკვეთები 2.25%-დან 3%-მდე აიწია, რაც ყველაზე დიდი ნახტომია 1989 წლის შემდეგ. განაკვეთების გაზრდით ბანკი ცდილობს შეამციროს მზარდი ფასები, რადგან ცხოვრების ღირებულება 40 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდება.

სურსათსა და ენერგიაზე ფასები გაიზარდა, ნაწილობრივ გამოწვეულია უკრაინის ომის გავლენით, რის გამოც უამრავი ოჯახი გაჭირვების წინაშე დადგა.

მდგომარეობა რეცესიად განისაზღვრება, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა იკუმშება ზედიზედ ორი-სამი თვის განმავლობაში – ან კვარტალში. როგორც წესი, კომპანიები ნაკლებ ფულს შოულობენ, ხელფასები ეცემა და უმუშევრობა იზრდება. ეს ნიშნავს, რომ მთავრობა იღებს ნაკლებ ფულს გადასახადის სახით, რათა გამოიყენოს ისეთ საჯარო სერვისებზე, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება