fbpx

იმუნიზაციის კვირეულს სამტრედია შეუერთდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამტრედიის ფილიალი აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო ღონისძიებებს. ხორციელდება საინფორმაციო მასალის გავრცელება სააღმზრდელო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

დღეს, ფილიალის წარმომადგენლები ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელთან, მარინა თევზაძესთან ერთად იმყოფებოდნენ დიდი ჯიხაიშის თემში, სადაც მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია გეგმიური იმუნიზაციის და კოვიდ-19 ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ და გადაეცათ საინფორმაციო ფლაერები.

ცნობისთვის 23-29 აპრილის ჩათვლით საქართველოს წითელი ჯვრის ფილიალებში ტარდება იმუნიზაციის კვირეული.

კვირეული იმუნიზაციის მნიშვნელობის გაზრდასა და ყველასათვის ხანგრძლივი, ჯანმრთელი ცხოვრების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება