fbpx

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ თანამშრომლებს პირველი მოადგილე წარუდგინა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ თანამშრომლებს პირველი მოადგილე წარუდგინა. აღნიშნულ თანამდებობაზე ლევან სანიკიძე დაინიშნა. მან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ქონებრივი საკითხები, სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაცია, სამინისტროებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხები, ასევე ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული მიმართულებები ჩაიბარა. ლევან სანიკიძე 2021 წლის მოწვევის ქუთაისის საკრებულოს წევრი იყო და ამავე დროს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება