fbpx

იმედა კახიანი – არც რუსი მინდა, არც – ამერიკელი, ქართველი მინდა, ესაა ჩემი ოცნება

მე არც რუსი მინდა, არც – ამერიკელი, ქართველი მინდა, ესაა ჩემი ოცნება, ყველა ქართველი, თავისუფლების მოყვარული ოცნებობდა ნეიტრალური და დამოუკიდებელი სახელმწიფო გვქონოდა. თუმცა ვერასოდეს გავხდით და ამის საშუალებას არც ამიერიდან მოგვცემენ. ამ რეგიონში ვინც ძლიერი იყო, მას ჰქონდა ჩვენზე გავლენა და ბატონობდა… არავინ მინდა, მაგრამ პუტინს და რუსეთს აქედან არავინ წაიყვანს! ამიტომ, მათთან ომი არაფრით შეიძლება! როცა უნდა, რუსი მაშინ იპოვის მიზეზს საქართველოში რომ შემოვიდეს. ორ საათში საქართველო აღარც იქნება! – ამბობს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მსახიობი იმედა კახიანი.

როგორც მსახიობი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა სწორად იქცევა, როდესაც რუსეთზე ძალიან მკაცრსა და გამაღიზიანებელს არაფერს ამბობს

„პუტინის შესახებ ყველამ ვიცით, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა სწორად იქცევა, როდესაც რუსეთზე ძალიან მკაცრსა და გამაღიზიანებელს არაფერს ამბობს… არ შეიძლება პუტინთან, რუსეთთან ომი! ჩვენ ჭკუა უნდა ვიხმაროთ და ისე მოვიქცეთ, როგორმე არც მწვადი დავწვათ და – არც შამფური. ახლა რომ გამოვცვივდეთ, ხანჯალი ავიღოთ და რუსს ვეტაკოთ, ეს არ შეიძლება! გენაცვალე, ხომ უნდა იცოდე, რა შეგიძლია და რა – არა!
მე არც რუსი მინდა, არც – ამერიკელი, ქართველი მინდა, ესაა ჩემი ოცნება და ყველა ქართველი, თავისუფლების მოყვარული ოცნებობდა ნეიტრალური და დამოუკიდებელი სახელმწიფო გვქონოდა. თუმცა ვერასოდეს გავხდით და ამის საშუალებას არც ამიერიდან მოგვცემენ. ამ რეგიონში ვინც ძლიერი იყო, მას ჰქონდა ჩვენზე გავლენა და ბატონობდა… არავინ მინდა, მაგრამ პუტინს და რუსეთს აქედან არავინ წაიყვანს! ამიტომ, მათთან ომი არაფრით შეიძლება! როცა უნდა, რუსი მაშინ იპოვის მიზეზს საქართველოში რომ შემოვიდეს. ორ საათში საქართველო აღარც იქნება!
შეკითხვაზე, ამერიკა ვერ გვიშველის, თუ რუსეთი თავს დაგვესხმება? იმედა კახიანი პასუხობს: „ვერც ამერიკა და ვერც – ვერავინ!“
„როგორც უკრაინას “შველის”, ისე გვიშველის! ღმერთმა გადმოხედოთ… ჩვენთან სხვა ვითარებაა. საქართველოს სახელმწიფო ჯერ კიდევ როდის დაარსდა და რამდენი საუკუნე იყო! ვიმეორებ, რუსეთთან ომი არ გამოვა, არაფრით არ შეიძლება! მე ასე მესმის და ზოგი პირიქით ამბობს, კი, უნდა ავიშალოთ, ზარბაზნებით ვეომოთ რუსეთსო… მერე რაც იქნება, ისიც წარმოსადგენია. ისტორიას გადავხედოთ და მივხვდებით, რომ ჩვენი ძმა, მეგობარი არავინაა, ჩვენზე არავინ ფიქრობს. პირველ რიგში, ყველას თავის კეთილდღეობა სურს და საქართველო იმიტომ სჭირდება! ჩვენც გონიერება უნდა გამოვიჩინოთ და რომელიც ნაკლებს გვავნებს, იმასთან უნდა ვიყოთ… ვინც ბოლომდე არ შეგვჭამს. ყველაფერი ისე უნდა ვთქვათ, არავინ გავაღიზიანოთ. რუსებმა კონსტიტუციაში ჩაწერეს, რუსი მოქალაქე თუ სადმე დაიჩაგრება, რუსეთის სახელმწიფოს უფლება აქვს ჯარით შევიდეს იმ ქვეყანაში და თავისი მოქალაქის ინტერესები დაიცვასო… როგორ გგონიათ, ამის მიზეზს რუსი საქართველოში ვერ იპოვის? შენ უნდა გიყვარდეს შენი მოძმე, სისხლი და ხორცი! ჩვენზე არავინ ფიქრობს! დღეს გამოჩნდა, რომ ევროპას საქართველო ძალიან სჭირდება! ამიტომაც, ყველაფერს გააკეთებს, რომ ევროკავშირში და ყველგან მიგიღოს… რა ვქნათ ახლა, როგორ მოვიქცეთ, რომ არც ამას ვაწყენინოთ, არც – იმას?! აი, პოლიტიკა და დიპლომატია აქ არის საჭირო… ჩემნაირია ამ საქმეში საქართველოს მოსახლეობის 90% და ჩვენ გვეუბნებიან, აირჩიეთო“ – ამბობს იმედა კახიანი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება