fbpx

ილია მეორე – ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის თანაზიარნი გავხდით.

კიდევ ერთხელ ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ამ დღემ განსაკუთრებული მადლი მოჰფინა ქვეყანას. ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის თანაზიარნი გავხდით.

სრულიად საქართველოს ვულოცავ და ვავედრებ უფალს; ვავედრებ ჩვენ წინაპრებს, თითოეული თქვენგანის იმქვეყნად წასულ ოჯახის წევრს. ყველა თქვენგანის სახელით შევთხოვ მაცხოვარს, თავისი წყალობა მოჰფინოს მათ უკვდავ სულებს, შეუნდოს შეცოდებანი ნეფსითნი და უნებლიეთნი და საყოფელსა მართალსა დააწესოს ისინი, ამინ

გაუზიარე!

Shares