fbpx

ივანიშვილის შექმნილ რელიგიაში გამოჩნდა გახარია, რომელიც ლამის მის სიმაღლემდე ავიდა-გია ხუხაშვილი

პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისას რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილებებს გიორგი გახარია იღებდა და არა ბიძინა ივანიშვილი… – ამ საკითხზე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

– გახარია იქცა ძალიან საინტერესო ფაქტორად.
ის გამორჩეული პოლიტიკოსია, გამოავლინა სახელმწიფოს მართვის განსაკუთრებული უნარი, საღი აზრი და გახდა ავტორიტეტი, რაც, ბუნებრივია, ჩამოყალიბებულ მანკიერ სისტემას ნაწილობრივ არღვევს, შესაბამისად, მის მიმართაც გაჩნდა გაორებული დამოკიდებულება. ერთი მხრივ, ის არის ძალიან საჭირო და აქვს პოტენციალი, მეორე მხრივ კი ამ მმართველობით სისტემას საფრთხეს უქმნის. ივანიშვილის შექმნილ რელიგიაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ლამის მის სიმაღლემდე ავიდა.

გახარია ერთი მხრივ პერსპექტიულია, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან მოლიპულ გზაზე დადის. ვფიქრობ, არჩევნებამდე მას არაფერი ემუქრება, მაგრამ მერე რა მოხდება, საკითხავია

გაუზიარე!

Shares