fbpx

ივანიშვილის რეჟიმი პუტინის ბოროტების იმპერიის რბილი სატელიტია, – კვერი დაუკრა დღეს ბატონ არახამიას, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ -გიორგი ცუცქირიძე

გიორგი ცუცქირიძე-

ივანიშვილის რეჟიმი პუტინის ბოროტების იმპერიის რბილი სატელიტია, – კვერი დაუკრა დღეს ბატონ არახამიას, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქ, ვლადიმერ ევტუშენკოს საუბარია ჩაწერილი, და რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის!ასე ვარაუდების დონეზე, თან დაუდგენელი ავთენტურობის მქონე ცალკეულ ჩანაწერზე, დასკვნების გამოტანა, არახამიასთვის უცხო ნამდვილად არ არის.

ყველა მისი ბრალდება საქართველოს ხელისუფლების მისამართით, სანქციების გვერდის ავლით ე.წ შავი ხვრელების თემაზე თუ სანქციებთან არ შეერთებაზე, არც დოკუმენტურად და არც ფაქტობრივი მასალით არ დადასტურებულა. მსგავსი რამ, თავად ამ სანქციების დამდგენი არცერთი ქვეყნის წარმომადგენელს არ დაუფიქსირებია, მათ შორის არც ევროკავშირის და არც აშშ-ის მხრიდან. და თუ ან არახამიას ან ბოკერიას აქვთ ამ ყველაფრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, არც არავის დაუშლია მათი საჯაროდ გამოქვეყნება.ნიშანდობლივია, რომ ეს მორიგი ბინძური კამპანიაც, ახლა უკვე თავად ბიძინა ივანიშვილზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველო ფაქტიურად ხდება ტრანსციმბირული დერეფნის ალტერნატივა, ჩინური და აზიური ტვირთების საქართველოზე გამავალ შუა დერეფანში გადმომისამართებით.

სხვა მხრივ მართლა გაუგებარია, უკრაინის მაღალჩინოსანთა პრეტენზიები რას ემყარება და რა მიზანს ემსახურება, როდესაც აპელირებენ ქართველი ხალხის და ხელისუფლების დიამეტრალური პოზიციით, თითქოსდა ხალხი რომ უკრაინის მხარეს დგას და ხელისუფლება საპირისპირო, რუსულ ბანაკშია. დღეს, საერთაშორისო მხარდაჭერის თუ დახმარების სახით, რასაც უკრაინა ჩვენი ქვეყნისაგან იღებს, ცალკე აღებულ და ერთადაც ბევრი ქვეყანის მხარდაჭერასაც კი აღემატება!

როგორც ჩანს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნით, რასაც შუა დერეფნის ჩაკეტვა მოყვება, რუსეთზე მეტად ქართული მე 5 კოლონაა დაინტერესებული, აბა სხვა რას უნდა მივაწეროთ დაუდასტურებელ ჩანაწერზე ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა.რახან ბიძინა ივანიშვილზე, როგორც “რუს ოლიგარქზეა” ერთი ამბავი ატეხილი, ახალი ამბავი არც ის არის, რომ უკრაინელი პოლიტიკოსების უკან, ხშირად უკრაინელი ოლიგარქების ინტერესებია, და არც მხოლოდ მედვედჩუკია ერთადერთი რუსულ პოლიტიკურ ინტერესთან კავშირში შემჩნეული!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება