fbpx

თქვენ ხალხი ნახირი გგონიათ, რომ გაზაფხულზე საძოვარზე გაიყვანოთ?-მძინარაშვილი ოპოზიციას

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას აფასებს

მძინარაშვილი ოპოზიციას გაზაფხულზე დაგეგმილ სამოქალაქო პროტესტისთვის აკრიტიკეს და წერს, რომ “ხალხი ნახირი არ არის.”

მძინარაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“ნაცოპოზიცია რომ ამბობს, – გაზაფხულზე აქციებს დავიწყებთო, – რისი იმედი აქვს, “გაზაფხულდა, აყვავილდა ნუშის” თუ იონჯა ამოვა?!

რა კრეტინები ხართ, რომ იცოდეთ, შინ შეიკეტებოდით და გარეთ ცხვირს არ გამოყოფდით! რა გაზაფხული?! თქვენ ხალხი ნახირი გგონიათ, რომ გაზაფხულზე საძოვარზე გაიყვანოთ?!

გაზაფხულზე იმაზე ნაკლები მხარდამჭერი გეყოლებათ, ვიდრე აქამდე გამოგყავდათ! დაიმახსოვრეთ:

ვერასოდეს დაბრუნდებით ხელისუფლებაში, ვერასოდეს! რაც უნდა მოხდეს, თქვენი გამარჯვების შანსი ნულის ტოლია! თქვე მანიაკებო!

სექტას აყოლილ ოპოზიციას კი მხოლოდ მოკლედ ვკითხავდი: თავში ტვინი გაქვთ?!

მაგრამ გული არ მითმენს, რომ მათაც არ შევუძახო: ვის აყოლიხართ, ვის დაკრულზე ბუქნაობთ?!
ამხელა კაცები და ქალები დამდგარხართ და სააკაშვილის სპექტაკლში მეორეხარისხოვან როლებს ასრულებთ! თქვენც ჩაგიყოლებთ ეგ მანიაკი! თუ უკვე არ ჩაგიყოლათ! ნეტა, შორიდან თქვენი თავი დაგანახათ, რას დაემსგავსეთ! ან, იქნებ, არც არაფერს დაემსგავსეთ და ეს თქვენი ბუნებრივი მდგომარეობაა?!

დაიმახსოვრეთ: საქართველოს არ სჭირდება ისეთი პოლიტიკოსები, სამშობლოს და სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა საკუთარ და ვიწრო-პარტიულ ინტერესებს რომ დააყენებენ!”- წერს ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება