fbpx

თუ ხაბეიშვილს ჰგონია, რომ მათ მანდატებს რომელიმე საკანონმდებლო ორგანოში რამე წონა აქვს, ძალიან ცდება – ვის რაში სჭირდება მაგათი მანდატები ან პარლამენტში, ან საკრებულოში და, მით უმეტეს, მათი ოფისი?

ვის რაში სჭირდება მაგათი მანდატები ან პარლამენტში, ან საკრებულოში და, მით უმეტეს, მათი ოფისი?, – ასე პასუხობს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალარჩეული თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის წინადადების შესახებ დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“ დაშლის პროცესი უკვე დაწყებულია.

„თუკი ხაბეიშვილს ჰგონია, რომ მათი მანდატები რომელიმე საკანონმდებლო ორგანოში რამე წონას წარმოადგენს, ძალიან ცდება. როგორც ეს მოსალოდნელი იყო, ბატონმა ხაბეიშვილმა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობა უკვე არასერიოზულობით დაიწყო. მან უკვე აღიარა, რომ მის უკან მერაბიშვილი და კეზერაშვილი არიან და სხვას არც არაფერს მოველოდით. „ნაცმოძრაობის“ დაშლის პროცესი დაწყებულია – ახლა მთავარია, რომ 2024 წლისთვის ქართული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი მოემზადოს და ეს მარგინალური ბოროტების ძალა ნორმალური, ჯანსაღი პოლიტიკური ძალით ჩაანაცვლოს“, – აღნიშნავს გურამ მაჭარაშვილი. 

ხაბეიშვილი აცხადებს, რომ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, მანდატები დათმოს და ოფისები „ქართულ ოცნებას” გადაუფორმოს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება