fbpx

თუ ჩანაწერი ავთენტურია, ადეიშვილი ფაიზაღია. (მიშა უბრალოდ იმ კონდიციაშია, ოღონდ ვინმე ალანძღინე)

“ტაბულას” ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი “მთავარის” ხელმძღვანელ ნიკა გვარამიას სტატუსს უძღვნის და ჩანაწერებზე აკეთებს კომენტარს

“ამაზე ძაან ვიცინი ?

პ.ს. თუ ჩანაწერი ავთენტურია, ადეიშვილი ფაიზაღია. (მიშა უბრალოდ იმ კონდიციაშია, ოღონდ ვინმე ალანძღინე).რეალურად, ამ შარში ეს სულელი კაცი იმიტომ გაეხვა, რომ ფორმულასთან კონკურენციაში შევიდა.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ნიკა გვარამია Obozrivatel,com-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს.

ობოზრევაწელმა გამოქვეყნა სააკაშვილისა და ადეიშვილის შესაძლო საუბარი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი მთავარი პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი საუბრობენ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საქმესა და ამის შესახებ ნიკა გვარამიას განცხადებებზე.

“მოვისმინე ეს ფარული ჩანაწერი, მე არ ვიცი, რა ჩავაფლავე, ერთადერთი, შემიძლია გითხრათ – ეს არ არის ჩემთვის ვალიდური წყარო, რომელსაც დავეყრდნობოდი. თქვენ არ შეგეშლებათ, აკინძულია სიტყვასიტყვით ეს ფარული ჩანაწერი, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით იქ რაღაცები იკითხება. მაგრამ ჯერ ერთი, კანონიერი არ არის და თან, ავთენტური არ არის”, – თქვა გვარამიამ.

მისივე თქმით, საუბრის ავთენტურობის გადამოწმებას სააკაშვილთან და ადეიშვილთან შეეცდება.

“თუ ავთენტურობა დადასტურდა, ამან ჩემთვის შეიძლება შეხედულებების მცირე კორექცია გამოიწვიოს, სხვა არაფერი”. – განაცხადა გვარამიამ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება