fbpx

თუ რამე პრეტენზია აქვთ იასკოს და სხვებს, ამისთვის არსებობს კანონით გათვალისწინებული ქმედებები და ქვეყნის ლანძღვას შეეშვან, აღარ არის მიშას დრო, როცა ის უსიტყვოდ ასრულებდა გარედან დავალებებს

„უკრაინის მოქმედი ხელისუფლების ნახევარი მოხსნილი ან დაჭერილი რომ არის კორუფციის ბრალდებით, მაშინ უკრაინის დროშა არ არის სისხლიანი, ის კანონის აღსრულებაა და ჩვენი დროშა სისხლიანია?“- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ლიზა იასკოს განცხადების შესახებ.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ დაიმახსოვრონ, აღარ არის მიშას დრო, როცა ის და მისი მთავრობა უსიტყვოდ ასრულებდა გარედან დავალებებს.

„უკრაინის მოქმედი ხელისუფლების ნახევარი მოხსნილი ან დაჭერილი რომ არის კორუფციის ბრალდებით, მაშინ უკრაინის დროშა არ არის სისხლიანი, ის კანონის აღსრულებაა და ჩვენი დროშა სისხლიანია, როცა კანონი აღსრულდა და დამნაშავეს სასჯელი მიესაჯა, როცა ვერ გაჭრა ვერც პატიმრის სიმულაციამ და ვერც გარედან ზეწოლამ? თუ რამე პრეტენზია აქვთ იასკოს და სხვებს, ამისთვის არსებობს კანონით გათვალისწინებული ქმედებები და ჩემი ქვეყნის ლანძღვას შეეშვან, თან დაიმახსოვრონ, აღარ არის მიშას დრო, როცა ის და მისი მთავრობა უსიტყვოდ ასრულებდა გარედან დავალებებს.“- წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება