fbpx

თუ ოცნება 2022 წელში ვადამდელ არჩევნებს  არ დანიშნავს ,,ლელო,, პარლამენტს დატოვებს

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძის თქმით, თუ ოცნება 2022 წელში ვადამდელ არჩევნებს  არ დანიშნავს მათი პარტია პარლამენტს დატოვებს. ამის შესახებ ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს

“ოცნების ლიდერები უკვე ჩამოყალიბდნენ როგორც საერთაშორისო დონის “გადამგდებები”, მათ არა მარტო ქართველი ხალხი გადააგდეს და მოატყუეს, უკვე მერამდენედ, არამედ ევროკავშირის 27 ქვეყანა და შეერთებული შტატები, რომლებიც შარლ მიშელის დოკუმენტის მედიატორები არიან.
ამ დონის პოლიტიკური გარიგებიდან ვერ გახვალ, პასუხისმგებლობა აღებულია, სასწორზე დევს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი, ამიტომ, ვაცხადებთ – ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ ოცნებამ ვერ აიღოს 43% და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები 2022 ში. ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ფრაქცია “ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” გამოაცხადებს ბოიკოტს და დატოვებს პარლამენტს.
ასევე მოვუწოდებთ სხვა ოპოზიციურ ძალებს ანალოგიური ნაბიჯისკენ. ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ჩვენი ქვეყნის საბოლოო გამარჯვებამდე!”,- წერს ხაზარაძე.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტიდან. ასევე ქართული ოცნების კეთილი ნება იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაც.შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მმართველი პარტია 43% ვერ აიღებებდა თვითმმართველობის არჩევნებში, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება