fbpx

თუ ოდესმე საქართველოში შედგება ტრიბუნალი , გიგი უგულავა ამ ტრიბუნალზე ერთ-ერთი პასუხისმგებელი იქნება-ლაშა ქოიავა

თუ ოდესმე საქართველოში შედგება ტრიბუნალი და იგი 2008 წლის ომს განიხილავს, გიგი უგულავა ამ ტრიბუნალზე ერთ-ერთი პასუხისმგებელი იქნება, – ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ „იმედის კვირას“ განუცხადა.

ლაშა ქოიავას განცხადებით, 2008 წელს იგი გორის ცენტრში იმყოფებოდა და იცის, ვინ გასცემდა განკარგულებებს. მან „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხვა წევრებთან ერთად, 2008 წელს გიგი უგულავას მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის შესახებ ისაუბრა. იგი მიიჩნევს, რომ რეზერვისტების საომარ მოქმედებებში ჩართვა, რომელთაც მხოლოდ 18-დღიანი მომზადება ჰქონდათ გავლილი, დაუშვებელი იყო.

„დოქტრინა, რაც დაწერეს რეზერვის გამოყენების შესახებ, ის არ იყო სწორი და სწორად როგორ გამოიყენებ?! მოიყვანეს ხალხი. საშინელი დანაშაულია! დაახლოებით, 30 ათასი შეიარაღებული ადამიანი შემოიყვანეს გორში. მსუბუქი, ხელის იარაღით იყვნენ შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში ჩაცმულები. ანუ, ჯარი შეიყვანეს და ის მშვიდობიან მოსახლეობას ამოაფარეს. ასეთი მასა ხალხის, თვითმფრინავიდან უკვე ჩანს, როდესაც ის საბრძოლო სიმაღლეზეა.

გიგი უგულავა ერთ-ერთი მოთავე იყო. ოდიოზური ფიგურაა და ჩანდა. რის საფუძველზე იძლეოდა განკარგულებებს, არავინ იცის, მაგრამ ის იძლეოდა განკარგულებებსა და ბრძანებებს. ყოველი მისი სიტყვა არის დანაშაულია.

თუ ოდესმე საქართველოში შედგება ტრიბუნალი და იგი 2008 წლის ომს განიხილავს, გიგი უგულავა ერთ-ერთი პასუხისმგებელი იქნება“, – განაცხადა ქოიავამ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება