fbpx

თუ ზელენსკი სამჯერ არ ადიდე ჭამის წინ და მისი გამოსახულებით ბალიში არ გიდევს თავქვეშ, ესე იგი ოკუპანტი ხარ-ნაის კასრაძე

ცნობილი მსახიობის ქართლოს კასრაძის ქალიშვილი ნაის კასრაძე სოციალურ ქსელში წერს-

“საბულინგე”, მოდური ახალი თემაა – თუ შენ ომი არ გინდა, ააა, ესე იგი პუტინის მონა ხარ! და თუ ზელენსკი სამჯერ არ ადიდე ჭამის წინ და მისი გამოსახულებით ბალიში არ გიდევს თავქვეშ, ესე იგი ოკუპანტი ხარ ჩვეულებრივი! ჰო, დამავიწყდა თავგადაკლული პატრიოტის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელია: საოკუპაციო წინდები “რაშა ოკუპანტ” და და პროფილის ფოტოზე რომელიმე დროშა, ან თუნდაც რუსული მავთულხლართები. ეს ყველაფერი კომპლექტში თუ არ აკეთე, ესეიგი რუსეთუმე ხარ, თან გავარვარებული. ჩემდა სამწუხაროდ, რუსოფობი ვარ, ვცდილობ ფობიიდან უბრალო ზიზღამდე დავარეგულირო ეს გრძნობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ არ მინდა ჩვენი შვილები უთანასწორო ბრძოლაში დაიხოცონ, ფრენდებიდან ამომშალა რამდენიმე “გულმხურვალემ”. დიახ, არ მინდა ომი! და ეს ქვეყანაც ჩვენი შვილების და შვილიშვილებისთვის მინდა და თუ ისინი ამოწყდებიან, და თუ რუსეთი აისრულებს დიდი ხნის სანუკვარ ოცნებას “გრუზია ბეზ გრუზინ”, ამას წინასწარ ტაშს ვერ დავუკრავ. მასშტაბით უკრაინას თუ საქართველოს შევადარებთ, სამწუხაროდ, 1 კვირის ოპერაცია ვართ 🙁 და კიდევ რა მინდოდა მეთქვა, როგორც მახსოვს, დედას თუ ერთი ვაჟი ჰყავდა ომში არ მიჰყავდათ, გვარი რომ არ ამომწყდარიყო, ჰოდა, საქართველოც რუსეთთან მიმართებაში დედისერთა ვაჟივითაა, არ იქნება ეს ბრძოლა თანასწორი და მინდა ყველანაირად ვეცადოთ თავიდან ავიცილოთ! და ბოლოს.. ანკეტისთვის – ა) ზელენკის ენაცვალოს ჩემი თავი, ომი თუ მოიგო, და კიდევ ბ) პუტინი უნდა ჩაძაღლდეს!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება