fbpx

თუ გინდათ მე დამაკავეთ და მე ვიქნები მის ნაცვლად , ზვიადაური შენს გულს ვენაცვალე-ავთო ჭრიკიშვილი

ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ყოფილი დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს თავდებში უდგება.

თელავის რაიონულ სასამართლოში მან განაცხადა, რომ ზვიადაურს ძეგლი უნდა გაუხსნან

„19 წელია ვიცნობ ზვიადს. ზურას გამო შემიყვარდა ძიუდო. ჩემთვის საუკეთესო სპორტსმენია. ერთ-ერთი საამაყო და მისაბაძი ადამიანია, ვისაც მე ძიუდოს ისტორიაში ვიცნობ. დღესაც მეხვეწება ხოლმე და გვეხვეწება ოღონდ მოინდომეთო. ეს ადამიანი აქ კი არა, ამის ძეგლი უნდა იდგეს. ცრემლი თუ არ მომდიოდეს შვილებს ვფიცავარ აქ რომ მომიწია მოსვლა.

მე მცდელობა არ დამჭირდება, ის ისეთ რამეს არ გააკეთებს, რომ მე დამაზიანოს. მე შემიძლია მე ჩავჯდე აქ და დავჯდები რამდენი ხანიც გინდათ. ჭიანჭველას არ დაადგამს ფეხს. არც კი დამიჯერებია, რომ ამას გააკეთებდა. მეც მყავს ძმა და ჭკუაზე როგორ უნდა იყო არ ვიცი. მე სრულ ჭკუაზეც ამას ვიზამ… თავდებში ვუდგები ყველაფრით. თუ გინდათ მე დამაკავეთ და მე ვიქნები მის ნაცვლად ამან თუ რამე დააშაავა. ზვიადაური – შენს გულს ვენაცვალე”- განაცხადა სპორტსმენმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება