fbpx

თუ ამერიკის ელჩი არ ემიჯნება რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მოვლენებს ეს აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ საელჩო ოპოზიციასთან ერთად მოქმედებს-ვატო შაქარიშვილი

ვატო შაქარიშვილი: რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი ამერიკის საელჩოს მიერ არის კოორდინირებული მოძრაობა ,,აი ია“-ს დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ,,ხალხის ძალის’’ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ თუ ამერიკის ელჩი არ ემიჯნება რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მოვლენებს ეს აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ საელჩო ოპოზიციასთან ერთად მოქმედებს. ,,როდესაც ამერიკის ელჩი არ ემიჯნება მოსამართლეზე პოლიტიკურად მოტივირებულ ზეწოლას, არ ემიჯნება ბაკურიანის შეკრებასა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნას, არ ემიჯნება ომის რიტორიკას და მალავს ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შინაარსის შესახებ, ეს ამყარებს ადამიანების რწმენას, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი საელჩოს მიერ არის კოორდინირებული,- ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის – „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული,’’- წერს შაქარიშვილი facebook-ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება