fbpx

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: ევროპა აღარ არსებობს, ის ამერიკის პაიკი გახდა

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ აცხადებს, რომ ევროპა აღარ არსებობს და ის ამერიკის პაიკი გახდა. ამის შესახებ თურქული გამოცემა Aydınlık-ი წერს.

„არ არსებობს ასეთი ცნება როგორც ევროპა. არსებობს ამერიკა, ევროპა კი ამერიკის კოლონაში მხოლოდ მატარებელია. მასში არაფერია განსაკუთრებული. ევროპული ქვეყნების მოსახლეობა ბერდება, მათ ექმნებათ ეკონომიკური სირთულეები და ეს პროცესი გაგრძელდება. ამერიკა სანდოობას კარგავს, ის მთელ მსოფლიოს ეზიზღება“, – განაცხადა სოილუმ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება