fbpx

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი COVID-19 -ს ებრძვის !

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე ემინე ერდოღანი COVID-19-ით მსუბუქი ფორმით დაავადდნენ.

„დღეს დილით ექიმმა ჩაატარა რუტინული გამოკვლევა. დიდება ღმერთს, არაფერია ცუდი“, – დაწერა მან ტვიტერზე კვირას.

ერდოღანმა განმარტა, რომ მეუღლესთან ერთად სახლიდან აგრძელებს მუშაობას, აღნიშნავს საინფორმაციო სააგენტო Anadolu.

შაბათს თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა გამოაცხადა, რომ მას COVID-19 დაუდგინდა. მან აღნიშნა, რომ მან და მისმა მეუღლემ დაავადების მსუბუქი სიმპტომების გაჩენის შემდეგ ჩააბარეს ტესტი COVID-19-ზე და ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება