fbpx

თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, მოსახლეობას 200-მდე დასახელების მედიკამენტზე გაუიაფდება ხარჯები

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, მოსახლეობას 200-მდე დასახელების მედიკამენტზე გაუიაფდება ხარჯები.

„გაგაცნობთ პრემიერის გადაწყვეტილებას, რაც შეეხება წამლების აღიარების სიაში თურქეთის შეყვანას.

ჩვენი გათვლებით და მოლოდინებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს თურქეთიდან მაღალხარისხიანი კონკურენტული ფასებით წამლის და მედიკამენტების იმპორტს საქართველოში, რაც ჩვენს მოსახლეობას 200-მდე მედიკამენტზე გაუიაფებს ხარჯს. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული თურქეთის და ყველა სხვა იმპორტიორი ქვეყნიდან წამლის ხარისხის და მასთან დაკავშირებული სერტიფიკატების თუ დოკუმენტაციის გადამოწმების და კონტროლის კუთხით. ჩვენ ვართ სრულად პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში გაიყიდება მაღალი ხარისხის მედიკამენტები და ფასები იქნება კონკურენტული“, – განაცხადა აზარაშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება