fbpx

თურმე გიული ალასანიაც “მზადაა”ომისთვის, ყოველ შემთხვევაში, მისთვის ყველაფერი და ყველა ფორმა მისაღები ყოფილა

არ ფარავენ თავიანთ ზრახვებს – ომი და უბედურებაა მათი მიზანი. საკაშვილიც ამ მიზნით შემოვიდა ქვეყანაში და თურმე გიული ალასანიაც “მზადაა” ომისთვის, ყოველ შემთხვევაში, მისთვის ყველაფერი და ყველა ფორმა ყოფილა მისაღები, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში გიული ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის დედა უნდა დაფიქრდეს იმ მიზეზებზე, თუ რატომ არის სააკაშვილი პატიმარი, ხოლო მისი მიმდევარი ოპოზიციური ფლანგი „განულებული.“

„არ ფარავენ თავიანთ ზრახვებს-ომი და უბედურებაა მათი მიზანი. საკაშვილიც ამ მიზნით შემოვიდა ქვეყანაში და თურმე გიული ალასანიაც “მზადაა”ომისთვის, ყოველ შემთხვევაში მისთვის ყველაფერი და ყველა ფორმა ყოფილა მისაღები. ეს გასაგებია და ეჭვიც არ გვეპარება, მაგრამ ის თუ იცის ქალბატონმა გიულიმ, რომ არც მისი ვაჟი და არც თვითონ დიდი ხანია მისაღები არ არის ხალხისთვის?! თუ არ იცის, კარგად დაფიქრდეს რატომაა სააკაშვილი პატიმარი და რატომაა მისი მიმდევარი ოპოზიცია ლამის განულებული?!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

გიული ალასანიამ, გიორგი ჩალაძის მხრიდან ომის დაწყების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა, რომ ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შეცვლის არსებულ ვითარებას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება