fbpx

თინა კანდელაკმა მიხეილ სააკაშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა

რუსეთში მცხოვრებმა ტელეწამყვანმა, ბლოგერმა და ბიზნესმენმა თინა კანდელაკმა მონაწილეობა მიიღო YouTube შოუში, რომელსაც “მეგობრები” ჰქვია. მან მაყურებელს პირადი ისტორიები გაუზიარა. მათ შორის – საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებაც.

თინა კანდელაკის თქმით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მის მიმართ დიდი ყურადღება გამოიჩინა და შეავიწროვა. საბოლოო ჯამში კი, მას გადამწყვეტ ნაბიჯებზე წასვლა მოუწია.

mshoblebi
თინა კანდელაკი

“კლასიკური ამბავი მაქვს, როდესაც სააკაშვილი ჩემს შევიწროებას ცდილობდა. ეს უკვე ზრდასრულ ასაკში მოხდა. მაგრამ, ეს ხომ მე ვარ საკუთარი ტემპერამენტით. საქმე ჩხუბამდე მივიდა. მტკიცედ ვუთხარი “თავი დამანებე და დამსვი ადგილზე, შე წყეულო”,- თქვა თინამ.

“საშინელი სკანდალი იყო. მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში არ მიშვებდნენ. ის ჩემს შეშინებას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა. მგონია, რომ თავად უფროა შეშინებული”, – თქვა თინა კანდელაკმა.
კანდელაკმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ არაერთხელ გამხდარა შევიწროების მსხვერპლი მამაკაცების მხრიდან. ერთხელ ტაქსიდანაც კი გადაიყვანეს. მისი თქმით, ასეთ დროს მთავარი იარაღი ყვირილი, შეტევა და სიმტკიცეა.

როდესაც ის ასე იქცევა, მამაკაცები “გიჟს” ეძახიან და ვერ რისკავენ მასთან ურთიერთობას. თუმცა, თინა ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ ამ გზით შეიძლება თავი დააღწიოს მათ.

mshoblebi
თინა კანდელაკი

გაუზიარე!

Shares